ირაკლი ღარიბაშვილი - შობას ვულოცავ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს, ეს დღე მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შობას ულოცავს ყველას, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დღესასწაულს.
„მაცხოვრის შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
დაე, ეს დღე მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.