ირაკლი ღარიბაშვილი - შინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო, ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ შინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო.
„უდიდეს პატივისცემას და გულისტკივილს გამოვხატავ შინძო აბეს ოჯახის და ახლობლების მიმართ. ეს არის ენით გამოუთქმელი ტრაგედია. იაპონიის პრემიერ- მინისტრი თავისი ქვეყნის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი იყო. ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.