ირაკლი ღარიბაშვილი - შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს მზადება თურქეთში სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება, ამ მიზნით მილიონი ლარი გამოვყავით
ირაკლი ღარიბაშვილი - შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს მზადება თურქეთში სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება, ამ მიზნით მილიონი ლარი გამოვყავით

საშინელი ტრაგედია მოხდა თურქეთში, ჩვენს მეგობარ, მოძმე ერს, თურქ ხალხს, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს თურქ ხალხს.

„ჩემი გადაწყვეტილებით, მე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში. ამ მიზნით ჩვენ მილიონი ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა, ძალიან ბევრი კერძო სექტორიც არის მობილიზებული, ჩართულია პარლამენტი, სხვა უწყებები და მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენ თურქ ხალხს. კიდევ ერთხელ, მინდა, მივუსამძიმრო, ვუსურვო გამძლეობა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება.

თქვენ იცით, რომ პირველივე დღეებში თურქეთში გავაგზავნეთ 100 მაშველი. ჩვენი გმირი მაშველები არიან ჩართული ამ სამუშაოებში. ჩვენმა ქართველმა მაშველებმა ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერმა.