ირაკლი ღარიბაშვილი - შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს არც შიდა და არც გარე მტრის ტიპოლოგია არ იცვლება, მაგრამ იცვლება ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება.
„2012 წლის შემდეგ 9 წელი გავიდა და დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით, კონსოლიდირებული დემოკრატიით და მომავლის მკაფიო ხედვით შევხვდებით ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკოსნტიტუციურ გამოწვევებს.
ამიტომაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება. ეს გახლავთ ჩვენი ქართველი ხალხის კონსენსუსი. კიდევ ერთელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.