ირაკლი ღარიბაშვილი - შარშან ექსპლუატაციაში შევიდა შვიდი ჰიდროელექტროსადგური, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი, მიმდინარეობს მუშაობა ოთხი დიდი სიმძლავრის სადგურის განვითარებისთვის
შარშან ექსპლუატაციაში შევიდა შვიდი ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა ოთხი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის, „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.
„შარშან ექსპლუატაციაში შევიდა შვიდი ჰიდროელექტროსადგური, ამჟამად სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი; მიმდინარეობს მუშაობა ოთხი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე – 3000 მგვტ-ს, სავარაუდო გამომუშავება კი დაახლოებით 13 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.
ასევე დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლითაც მხარდაჭერას მიიღებს 15 ჰიდრო, ორი ქარისა და ათი მზის ელექტროსადგურის პროექტი.
დაგეგმილი გვაქვს 350-430 მგვტ კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის, „გარდაბანი 3“-ის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.