საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის ამ დროისთვის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს.
მანამდე მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
მოგვიანებით, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროსთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ მიბრუნდა ევროპულ საბჭოში, სადაც ამ წუთებში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს.