ირაკლი ღარიბაშვილი - სავალუტო ფონდის პროგრამა, უბრალოდ, შეჩერებულია, არავითარი სანერვიულო არ არის, ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება
ირაკლი ღარიბაშვილი - სავალუტო ფონდის პროგრამა, უბრალოდ, შეჩერებულია, არავითარი სანერვიულო არ არის, ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ეს საკითხი მალე მოგვარდება.

პრემიერის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამა, უბრალოდ, შეჩერებულია.

„რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან. ეს, უბრალოდ, შეჩერებულია. როდესაც კანონი შევცვალეთ და პირველი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი, ადგილი შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც ძალიან მალე მოგვარდება“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.