ირაკლი ღარიბაშვილი - სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში
სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა პრემიერმა.