ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში შექმნილია რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, სადაც დროებით განთავსდებიან NED-ის, IRI-ის, ADB-ის, IMF-ის თანამშრომლები და მათი ოჯახები
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში შექმნილია რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, სადაც დროებით განთავსდებიან NED-ის, IRI-ის, ADB-ის, IMF-ის თანამშრომლები და მათი ოჯახები

საქართველო შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას ავღანეთიდან საგანგებო რეჟიმში ჰუმანიტარული ევაკუაციის განხორციელებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე წერს.

„რეგიონული სატრანზიტო ჰაბი შექმნილია და დროებით განთავსდებიან შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახები: NED, IRI, ADB, IMF“, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მეთაური.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებულ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე რეგიონული სატრანზიტო ჰაბი ჩამოყალიბდა. მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატრანზიტო ჰაბის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ასევე, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას.