ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი დესტრუქციული „ომის პარტიის“, ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი დესტრუქციული „ომის პარტიის“, ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი დესტრუქციული „ომის პარტიის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს.

„ჩვენი გონივრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ, მიუხედავად ამათი ძალიან ბევრი მცდელობის, დესტრუქციის, საბოტაჟის. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ შარშან, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მაშინ ზღვარზე იყო, რომ ეს ომი გავრცელებულიყო რეგიონში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ დესტრუქციული „ომის პარტიის“ სწორედ იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. სხვა რა მიზანს ემსახურებოდა ის პროვოკაციები, რომლებიც მათ დაგეგმეს და ვერ განახორციელეს. ყველაფერი ჩაუვარდათ, ყველა გეგმა ჩაუვარდათ, სრული ფიასკო განიცადეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.