ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.

„შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.

დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.