ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო

საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„გამოვთქვამ დიდ მწუხარებას მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალების გამო. საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ვიზიარებ ბრიტანელი ხალხის მწუხარებას“, – წერს პრემიერ-მინისტრი.