ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუცია საერთო-სახალხო თანხმობის შედეგი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია
საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს.
„დღეს ქართული სახელმწიფო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია. 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს, რომელმაც ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში. ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და გამთლიანებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.