ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე.
„მონაწილეობა მივიღე ბრიუსელის ფორუმში. საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე. ნატო-ს ოჯახში შესასვლელად მომზადების ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშროლობა ალიანსთან და მის პარტნიორებთან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.