ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან ერთად თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო.

აღნიშნული მატჩით უეფა-ს 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.