ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, არის ჩართული მედიაციის პროცესში, ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, არის ჩართული მედიაციის პროცესში, ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო  მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რათა ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ, საქართველო, როგორც ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, ვართ მონაწილე ამ პროცესების. ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა. აზერბაიჯანში, სომხეთში, ბუნებრივია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ იყოს უფრო მეტად შეხმატკბილებული უერთიერთობა და ამის პირველი ნაბიჯები გამოიკვეთა, რადგან პირველი შეხვედრა შედგა, სომხეთის პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. საქართველო ასევე არის მედიაციის პროცესში ჩართული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.