ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება, ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი რეგულაციები და მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა მზად არის, განავითაროს ეფექტიანი რეგულაციები და მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტოვალუტის საკითხები. საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები”, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.