ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაა და არა მოღალატეებისა და ლაჩარი სააკაშვილის, რომლებმაც აგვისტოს ომში ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ქვეყანა და ხალხი
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაა და არა მოღალატეებისა და ლაჩარი სააკაშვილის, რომლებმაც აგვისტოს ომში ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ქვეყანა და ხალხი

დიდება ჩვენს გმირებს და დიდება ჩვენს გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, რომელმაც, მართლაც, თავდადებისა და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძემ თავდადებისა და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა.

„მივესალმები ქედასა და ქედელებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენი ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შვიდ გამარჯვებას მიაღწია ბოლო შვიდ არჩევნებში. ახლა ვემზადებით, რომ მერვე არჩევნებში ასევე ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ.

მინდა, დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირისა და ჩვენი სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით. დიდება ჩვენს გმირებს და დიდება ჩვენს გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, რომელმაც, მართლაც, თავდადებისა და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა და მართლაც ღირსეულად ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, გმირების ისტორიაში. სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა მოღალატეებისა და ლაჩარი სააკაშვილის, რომლებმაც აგვისტოს ომში ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“ , – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.