ირაკლი ღარიბაშვილი - სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად
ირაკლი ღარიბაშვილი - სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად

მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ღარიბაშვილის თქმით, მოხარულია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია. გაერო-ს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად – ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.