ირაკლი ღარიბაშვილი - სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერს, გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას
ირაკლი ღარიბაშვილი - სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერს, გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას.

„სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. ჩვენი ლოცვა და ფიქრები ახლა მიმართულია მათკენ, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ  დღეს. გლოვის დროს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.