ირაკლი ღარიბაშვილი - სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მკვლელმა სისტემამ, ადამიანს არ ჰქონდა სამართლიანობის მიღწევის პერსპექტივა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო
ირაკლი ღარიბაშვილი - სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მკვლელმა სისტემამ, ადამიანს არ ჰქონდა სამართლიანობის მიღწევის პერსპექტივა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო

სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მანიაკალურმა, მკვლელმა სისტემამ, ათასობით საქმე იყო გაგზავნილი სტრასბურგში, ადამიანს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები იყო გარდამტეხი ცვლილება.

„პირველმა ოქტომბერმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ხალხმა ამოისუნთქა. პირველ ოქტომბრამდე თავისუფალი მედია არ არსებობდა, აქ დაკანონებული იყო დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ერთი მანიაკი ადამიანის და მისი დანაშაულებრივი გუნდის, რომლებიც ყოველდღე ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს. რა ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან ეს ადამიანები, როგორ ბედავთ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს. სამასი ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის მანიაკალურმა, მკვლელმა, მჩაგვრელმა სისტემამ. ციხეში ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ცოცხებით, ხელკეტებით, ადამიანებს არანაირი დაცულობის განცდა არ ჰქონდა. ათასობით საქმე იყო გაგზავნილი სტრასბურგში. სულ რაღაცა რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ სტატისტიკა, ისტორიულ მინიმუმზეა დასული იმ შემთხვევების რაოდენობა, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში. 132 შემთხვევაა გაგზავნილი, მათ დროს იყო ხუთი ათასი. ადამიანს არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ძვირფასო ევროპელებო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.