ირაკლი ღარიბაშვილი - Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ვესაუბრე
ირაკლი ღარიბაშვილი - Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ვესაუბრე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ესაუბრა.

„შეხვედრა გავმართე კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან. ვისაუბრეთ ახალგაზრდა, პროფესიონალური და კონკურენტული ადამიანური კაპიტალის მქონე საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.