ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე მოსახლეობას გაესაუბრა და მათთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.