ირაკლი ღარიბაშვილი - საგარეჯო და საგარეჯოს სოფლები 2023 წლისთვის სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყლით
2023 წლისთვის სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყლით საგარეჯო და საგარეჯოს სოფლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეჯოში მოგვარდება ასევე გაზმომარაგების პრობლემა.
„აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ და რამდენიმე დღეა დავიწყეთ რეგიონებში სიარული და ჩვენი მერობის კანდიდატების წარდგენა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ საგარეჯოს მერობის კანდიდატს. მინდა თქვენთან ერთად შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. მოსახლეობას ავუხსნათ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები, ანგარიში ჩავაბაროთ და ასევე ველაპარაკოთ მომავალზე, თუ რას ვგეგმავთ, რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 8 ლის განმავლობაში, მთავარი, რაც მოიტანა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოება, განათლება, სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, ჯანმრთელობის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები.
არაერთი პროგრამა, რომელიც განხორციელდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იქნებოდა ეს იაფიანი აგროკრედიტი, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ დ ა.შ. დღეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კიდევ რჩება ბევრი მოუგვარებელი პრობლემა. დავდივართ რა რეგიონებში, ჩვენ ვისმენთ მოსახლეობის განწყობებს. მანამდეც, ჩვენ გვაქვს ინფორმაციები.
3000-ზე მეტ სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ხარისხიანი სასმელი წყალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გზა დავაგეთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათასობით კილომეტრ გზას, რომელიც მანამდე მივიწყებული ჰქონდა წინა ხელისუფლებას და არავის გახსენებია. საკმარისია, აღინიშნოს ის, რომ 150 კილომეტრი მაგისტრალური გა დავაგეთ. ის, ვინც მოგზაურობს დასავლეთის მიმართულებით და რიკოთის მონაკვეთს გაივლის, ნახავს, რომ მართლაც, რომ მასშტაბური, საუკუნის პროექტი მიმდინარეობს რამდენიმე ათეული გვირაბის დ რამდენიმე ხიდის მშენებლობა. 2850 კილომეტრი ახალი გზების და ხიდების რეაბილიტაცია მოხდა ამ წლების განმავლობაში. ჯამში 7000 კილომეტრ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. წლების განმავლობაში ჩვენ ალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, მათ შორის, საგარეჯოში. განხორციელდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ეხება გზების მოწესრიგებას, წყლის პროექტს, ვიცი, რომ გამოწვევად რჩება რამდენიმე სოფელში წყლის პრობლემა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და 2-3 წელიწადში დასრულდება ეს პროექტი და 2023 წლისთვის სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყლით საგარეჯო და საგარეჯოს სოფლები. გაზიფიცირების პრობლემა – გაზიფიცირება არა მხოლოდ აქ, არამედ მთელს ქვეყანაშია პრობლემა და ამ მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი და გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.