ირაკლი ღარიბაშვილი - საბერძნეთის პრემიერთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ვაფასებ საბერძნეთის მხრიდან ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების გასაფართოებლად, განსაკუთრებით ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.