ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილს შევახსენებ, რომ ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა დაჟინებით, თბილისში ჩამოსულიყო, მისი დაჭერა კი ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა
სააკაშვილს შევახსენებ, ყველაზე მეტად ვინ არწმუნებდა, ჩამოსულიყო თბილიში, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბატონი მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ შეუშლიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა ექვსი წლით მოუწევს.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ ციხეში ყოფნა მოუწევს.
„როგორც დაასრულა ამ ადამიანმა ავნტურისტული ექსპერიმენტი, კარგად ვნახეთ ყველამ. თავი ამოყო ციხეში. ამას გარდა, კარგად გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არჩევნების მეორე ტურს გამჭვირვალედ ჩავატარებთ, ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა შეეხებოდეს მოსახლეობის გასაჭირს. დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს ექვსი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა, რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისივე გუნდელებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.