ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი დღეს უკრაინიდან გაგდების პირასაა, ყველა კორუფციული საქმე ამოუწიეს
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი დღეს უკრაინიდან გაგდების პირასაა, ყველა კორუფციული საქმე ამოუწიეს

ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაც მოგვიწოდებდეს, ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით იყოს ჩართული ამ მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პრემიერი გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილსაც უნდა მიეცეს მოლაპარაკებებში ჩართვის შესაძლებლობა. ღარიბაშვილის თქმით, „სააკაშვილი უკრაინაში კორუფციულ სკანდალებში გაეხვია და დღეს ქვეყნიდან გაგდების პირასაა“.

რაც შეეხება ივანიშვილის მოლაპარაკებებში ჩართვის საკითხს, ღარიბაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ღიად განაცხადა, რომ  აღარ მონაწილეობს და აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას.

„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტი, ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ მონაწილეობს, აღარც აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებებში. მინდა, ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში, მას დღეს, თუ ხვალ ალბათ გააგდებენ. თქვენ ნახეთ  კორუფციული სკანდალები, რომელშიც ის გაეხვია მისი  კორუფციული გუნდის ჩართულობით. ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს მისი გუნდის წევრების დევნა. მეორე – ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ, რასაც აკეთებდა აქ, უარესს აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში და მესამე, თავად, საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალქეობაზე, კაცი, რომელიც იყო 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი,რაზე მესაუბრებით საერთოდ?“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.