ირაკლი ღარიბაშვილი - რომელ ქვეყანაში შეიძლება, პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ვინც ტერიტორიების დაკარგვა ვერ აგვარიდა, სურვილი გაუჩნდეს პოლიტიკაში დარჩენის, არათუ ხელისუფლებაში მობრუნების
ირაკლი ღარიბაშვილი - რომელ ქვეყანაში შეიძლება, პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ვინც ტერიტორიების დაკარგვა ვერ აგვარიდა, სურვილი გაუჩნდეს პოლიტიკაში დარჩენის, არათუ ხელისუფლებაში მობრუნების

ნიკა მელია ცდილობს უშედეგოდ დისტანცირებას იმ მემკვიდრეობისგან, რომელიც მათ დაგვიტოვეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. ბატონი მელია იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, როდესაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეში უშუალოდ მან მიიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და აღსრულებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ვინც ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვა ვერ აარიდა, არათუ ხელისუფლებაში მობრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილიც არ უნდა გაუჩნდეს.

„საერთოდაც, როდესაც ადამიანებს აქვთ პრეტენზია, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, რაზეა საუბარი. იმ ძალამ, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, 300 000 ადამიანი გაასამართლა სააკაშვილისა და მელიას რეჟიმმა, მისი გუნდის წევრი იყო, ცდილობს უშედეგოდ დისტანცირებას იმ მემკვიდრეობისგან, რომელიც მათ დაგვიტოვეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. ბატონი მელია იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, როდესაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეში უშუალოდ მან მიიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და აღსრულებას ხელი მოაწერა. აღარ გავაგრძელებს სპეკულაციას, თუ რამდენი ოჯახი გააუბედურეს მათ, რა ვითარება იყო ციხეებში, როგორი წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, რა ხდებოდა ციხეების გარეთ. მთელმა მსოფლიომ იხილა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის უმძიმესი საქმეები, ციხის საქმეების სკანდალი, რომელზეც უსუსურად ცდილობენ, თქვან, თითქოს გამოგონილი იყო. კასრების საქმე, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს იქნა გახსნილი, სადაც არნახული, ადმიანებისთვის რთულად წარმოსადგენი წამების ფორმები იყო ასახული, რომელიც ჩვენ გამოვიძიეთ და ყველა ის დამნაშავე დავსაჯეთ. ასევე, სხვა არაერთი მძიმე დანაშაული. ტერიტორიების დაკარგვა. როგორ გვავიწყდება, მეგობრებო. რომელ ქვეყანაში შეიძლება პასუხისმგებლიან ორგანიზაციას თუ მოქალაქეს, ვინც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა თავიდან ვერ აგვარიდა, გაუჩდნეს სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, არათუ ხელისუფლებაში მობრუნების. ჩვენი სამხედროები მეუბნებოდენ, რომ ცხინვალში 2008 წლამდე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ჩვენი სამხედრო ოფიცრები, თავისუფალი მიმოსვლა იყო. ყველა ეს პერსპექტივა ამ ადამიანებმა მოგვისპეს, გაანადგურეს. ამ უგუნური, ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ჩიხში შეიყვანეს აღნიშნული საკითხი. იგივეა აფხაზეთთან მიმართებით. კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი. ცხინვალს და 100-ზე მეტ სოფელს ამ მოღალატე სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა. ამ ძალაზე გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.