ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური „ტვიტერში“ წერს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.

„ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა.

ჩემს ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დღეს დაინიშნა.