ირაკლი ღარიბაშვილი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამაშუკელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ძალიან დამწყვიტა გული თვალსაჩინო პოეტის რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ. სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით აღსავსე, განუმეორებელი ხელწერით შექმნილი მისი პოეზია ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. ამავე დროს იგი იყო თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი რეზოს უკომპრომისო საზოგადოებრივი პოზიცია სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს და მთელ საქართველოს“,- აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში.

პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.