ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია

დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

მისი თქმით, ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია.

„დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ინსტიტუტის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებას გულისხმობს. ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.