ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება
ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
მისი თქმით, ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყნისა და ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება მისცა მთავრობას.
„ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილური ვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%- იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.