ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მთავრობის მეთაური ფალიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ამ დროისთვის დასრულებულია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია, რაზეც ცხრა მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 14.8 მილიონი ლარია.
ასევე, მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.