ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისში დავიწყეთ ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც რვა მილიონი ლარი გვიჯდება
ქუთაისი ცნობილია სახელოვანი წყალბურთელების აღზრდით და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუზის მშენებლობა რვა მილიონი ლარი დაჯდება.
„ჩვენ ქუთაისში დავიწყეთ ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც რვა მილიონი ლარი გვიჯდება. ქუთაისი ცნობილია სახელოვანი წყალბურთელების აღზრდით და მიგვაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.