ირაკლი ღარიბაშვილი - ქრისტეს აღდგომას ვულოცავ რომის კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რომის კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტიანული სამყაროსათვის ამ უდიდეს დღესასწაულს – ქრისტეს აღდგომას ვულოცავ რომის კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს, ყველას, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებული და ძვირფასია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.