ირაკლი ღარიბაშვილი - ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI-მა ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა, ის ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI-მა ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა, ის ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა.
„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ!
ქართულმა სტარტაპმა – Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!
Pulsar AI ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა.
2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა.
Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქში“.
დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ!
ქართულმა სტარტაპმა – Pulsar AI საზღვრები გაარღვია, …
Posted by Irakli Garibashvili on სამშაბათი, 11 მაისი, 2021