ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს ნათლად გვაქვს განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ძალიან შეკრული გუნდი ვართ
„ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს ნათლად გვაქვს განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად შეკრული გუნდია.
„ყველა ლიდერს აბსოლუტურად ნათლად გვაქვს განსაზღვრული ჩვენი უფლებები, ფუნქციები და გვაქვს სრული ერთსულოვნება. ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ისე, როგორც არასდროს ვყოფილვართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.