ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ოცნებები ხდება, ისეთი შედეგებისთვის ვიღვწით, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ოცნებები ხდება, ისეთი შედეგებისთვის ვიღვწით, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება

ქართული ოცნებები ხდება, სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღვწით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და საქართველო კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრია მსოფლიოში.

„დავუბრუნდები ჩემი ქვეყნის თემატიკას და ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებებისთვის ვიღვწით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს.

ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და კიდევ ერთხელ ვხდებით წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრი მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.