გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო - სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
გურამ მაჭარაშვილი - არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო - სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ

არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის შესახებ ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორს გამჭვირვალეობის ეშინია.

„გამჭვირვალეობის ვისაც ეშინია, ე.ი. მათ დასამალი აქვთ რაღაც და, რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობის სურვილი არც ჩვენ გვექნება, თან თუ ისინი თანამშრომლობა არ მოინდომებენ. თანამშრომლობა რა დონეზე ხდებოდა? ულტიმატუმებით მოდიოდნენ და ვცდილობდით, რომ რაღაც გაგვეთვალისწინებინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც ანტისახელმწიფოებრივი იყო. ყველაფერი თავიანთ თავს დააბრალონ. არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელია. ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.