ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის

ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატია დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო და მსოფლიო დგას.

„ამ თარიღს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებლის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ფასეულობებისადმი, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა. დიპლომატია დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო დგას. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უმთავრესი მიზნების – საქართველოს გაერთიანების, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად თქვენი, დიპლომატთა, როლი საკვანძოა.

მადლობა, მინდა, გადაგიხადოთ მაღალი პროფესიონალიზმისთვის, პატრიოტიზმისთვის, თავდადებისთვის, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ამ მისწრაფებათა რეალიზებაში. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.