ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი, კონსტიტუციის მიხედვით, უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორიცლებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან.
„რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს, ძალიან მარტივი პასუხი არსებობს ამაზე, საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევში საქართველოს პრეზიდენტი არის ვალდებული, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან. მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელების დროს. მე მოსახლეობას ვუხსნი, არც მაშინ, არც ახლა, მაშინ როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს ხომ ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაციაა იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავატამებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორიცლებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. აქ ყველაფერი ნათელია და კითხვები აღარ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.