ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელის მიმართ ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად, ამ მიმართულებით კომპრომისი არ გვექნება, პოლიციელი არის ხელშეუხებელი
ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელის მიმართ ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად, ამ მიმართულებით კომპრომისი არ გვექნება, პოლიციელი არის ხელშეუხებელი

პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება, პოლიციელი არის ხელშეუხებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პოლიციელების მიმართ აბსოლუტურად მტრული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული დამოკიდებულება დესტრუქციული ძალების. პასუხი არის ძალიან მარტივი, მე ამაზე ვრცლად ვისაუბრე. პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი. შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ასეთი მტკიცე, ისევე როგორც ბატონ ვახტანგს აქვს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრული
მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.