ირაკლი ღარიბაშვილი - პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება
პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დეკრეტული შვებულებების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო.
„ამის თაობაზე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში გავაორმაგოთ დახმარება. პირველი იანვრიდან, 1 000 ლარის ნაცვლად, გახდება 2 000 ლარი. მანამდე გახსოვთ, რომ, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.