ირაკლი ღარიბაშვილი - პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევები, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება
პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოსი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო გადაწყვეტილებაა, რომ ექიმების ჯგუფი ჩართულიყო აღნიშნულ საკითხში, დამატებით პრევენციის მიზნით.
„სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულიანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება, რომ როგორმე გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ, მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს მათი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები, ამომრჩევლები სააკაშვილს და გაათავისუფლებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, რომ კაცი ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში. როგორი ბრიყვული და გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც ღმოჩნდა. მეორე – წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც.
მინდა, ვთქვა, რომ მცდარი ინფორმაციაა, მინისტრ ტიკარაძეს არ უთქვამს, თავადაც გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს. ეს არ არის მისი პრეროგატივა. ეს ერთი. მეორე ის, რომ მინისტრმა რატი ბრეგაძემ მას, როგორც კოლეგას მიმართა თხოვნით და ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა, რომ ექიმების ჯგუფი ჩართულიყო დამატებით პრევენციის მიზნით. ასე, რომ თუ პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოსი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.