ირაკლი ღარიბაშვილი - პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის მიზანშეუწონლად მიმაჩნია, საკუთარი მეუღლე და მამა ჩართოს საარჩევნო კამპანიაში
მიზანშეუწონლად მიმაჩნია, საკუთარი მამა გამოაგზავნო და საარჩევნო კამპანიაში ჩართო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მით უმეტეს კაცისთვის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის, რომ საკუთარი მეუღლე ჩართოს საარჩევნო კამპანიაში. მე ასე მიმაჩნია, ასე ვთვლი და ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. რა თქმა უნდა, ასევე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რომ საკუთარი მამა გამოაგზავნო და საარჩევნო კამპანიაში ჩართო. ეს არ მიმაჩნია მე სწორად. ეს ჩემი პირადი აზრია, მაქვს ამის უფლება და ჩემი აზრი გამოვხატე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.