ირაკლი ღარიბაშვილი - პასექის დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ თანამოქალაქეებს და ებრაელ ხალხს, ჩვენ ძმობის გამორჩეული ისტორია გვაკავშირებს, რაც ძვირფასია ჩვენთვის და სათუთად ვუფრთხილდებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ თანამოქალაქეებს და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს ებრაელ ხალხთან მრავალსაუკუნოვანი გამორჩეული ძმობის ისტორიაზე და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
„პასექის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს და მთელ ებრაელ ხალხს. ამ უძველესი ერისთვის ეს დღე არის თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში გამოვლენილი მათი სიმტკიცე და გამძლეობა თვალსაჩინო მაგალითია თავისუფლებისათვის მებრძოლი ერებისათვის და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ებრაელ ხალხთან ძმობის გამორჩეული, ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და სათუთად ვუფრთხილდებით. ვუერთდები მათ სიხარულს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.