ირაკლი ღარიბაშვილი - პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის შედეგად საქართველო არის გაძლიერებული და დაფასებულია საერთაშორისო არენაზე
მეგობარი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული და დაფასებულია მთელ საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.
„ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. დაახლოებით 300-მდე მონაწილე გვყავდა. ძალიან ბევრ საინტერესო საკითხებზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი საინტერესო პასუხები. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია, რომ მაღალი დონის, მაღალი რანგის დელეგაციები სტუმრობენ ბათუმს. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა, რომელზეც იყო გახსნილი დისკუსიები და ჩვენ ამომწურავი პასუხები გავეცით ყველა კითხვას, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში დაისვა. ასევე მინდა გითხრათ, რომ მადლიერებით აღვნიშნავთ ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობას, მათ მხარდაჭერას, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული, არის დაფასებული მთელს საერთაშორისო არენაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელს და ყველა მონაწილე დელეგატს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.