ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიულ ორგანიზაციებს მივეცით მთავარი დავალება, მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ამომრჩევლების, რათა ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ
მთავარი დავალება, რაც მივეცით პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ამომრჩევლების, რათა ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დავიწყეთ ჩვენი პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, ჩვენს აქტივთან შეხვედრები. გუშინ ვიყავით აჭარაში, დღეს უკვე სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. მთავარი დავალება, რაც ჩვენ მივეცით ადგილზე პარტიულ ორგანიზაციებს, არის შემდეგი, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების, აქტივის იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პარტიაში მზაობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია გაიმარჯვებს დამაჯერებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.