ირაკლი ღარიბაშვილი - ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის, ეს უპრეცედენტო ზრდაა არათუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში
ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს უპრეცედენტო ზრდაა არათუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში.
„წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტო ზრდაა მთელ რეგიონში და არათუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.