ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო, მაგრამ ეს წარუმატებელი აღმოჩნდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას წინასაარჩევნო პროცესში დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „პირველ არხს“ ვაკის საარჩევნო ოლქის ნომერ მეთერთმეტე უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
„ვფიქრობ, ზოგადად ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა დესტრუქციის შემოტანის საარჩევნო პროცესში, მაგრამ მათი ეს მცდელობა, ვფიქრობ, აღმოჩნდა წარუმატებელი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.
მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად”,- განუცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „პირველ არხს“.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა, რაც მისი შეფასებით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის.